რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2025 წლის საქართველოს დრიფტის სერიების მესამე ეტაპი ჩატარდა, სადაც გამარჯვება გიორგი გრიგალაშვილმა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.
გიორგი გრიგალაშვილმა ასპარეზობა TOP 16-ში დაიწყო და ხაიალ არჯიბაევი დაამარცხა, ხოლო TOP 8-ში GDS-ის პირველ ჩემპიონს, გიორგი სარიშვილს აჯობა. TOP 4-ში გრიგალაშვილმა ევა ივანოვის ბარიერი წარმატებით გადალახა, ფინალში კი მოქმედი ჩემპიონს, ირაკლი შალიკაშვილს მოუგო და მიმდინარე სეზონში მეორედ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე.
2025 წლის საქართველოს დრიფტის სერიების მესამე ეტაპზე მესამე ადგილი მათე როჭიკაშვილმა დაიკავა, რომელმაც პოდიუმისთვის ბრძოლაში ევა ივანოვი დაამარცხა. GDS-ის წლევანდელი სეზონის შემდეგი, მე-4 ეტაპი 10 აგვისტოს ზუგდიდში ჩატარდება.









