ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 4 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ - პირველი ადგილი 9 მედლით (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) იაპონიის ნაკრებს შეხვდა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც საქართველოს ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრებიც იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები პირველ წრეში დაისვენებს და შემდეგ უნგრეთსა და მონღოლეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)











