ტრადიციულად, დასკვნით საჭიდაო დღეს მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა, სადაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იყო.
ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი წრე დაისვენეს, ხოლო 1/4 ფინალში იტალიას 4:3 მოუგეს. 1/2 ფინალში საქართველომ მასპინძელი ხორვატია 4:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვა და მედლების ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო გუნდური შეჯიბრი მეორე ადგილზე დაასრულა.











