საბერძნეთის ეროვნული ნაკრების დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფიფას ცოცხალ რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა.
ჯვაროსნებმა 21,31 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და 1,333.76 ქულით 77-ე ადგილიდან 75-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. რეიტინგის ლიდერი კი კვლავ არგენტინის ეროვნული ნაკრებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა და პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. პლეიოფის ფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა











