საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი გუნდის თვითმფრინავი თბილისში, 2 ივლისს, 07:30 საათზე დაეშვება.
2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.
ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
წყარო & ფოტო: GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში ბრუნდება









