დღეს ის ფეხბურთელები გაემგზავრნენ ავსტრიაში, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები კი, რომლებიც თავის კლუბებთან ერთად ვარჯიშობენ, ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან.
გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა La Gazzetta dello Sports Georgia-სთან კომენტარი გააკეთეს:
ბუდუ ზივზივაძე: "ფლეიოფების შემდეგ ალბათ, გულშემატკივარი ხედავდა, რომ ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში იყო, ყველა ჩვენგანი თავისუფლად და თავდაჯერებულად თამაშობდა კლუბებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გუნდში ამაღლებული განწყობაა, როგორც ყოველთვის ერთმანეთის ნახვა გვიხარია და ამ, ჩვენთვის ისტორიული, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას ვიწყებთ. საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა იქიდან თავაწეულები დავბრუნდეთ."
ოთარ კიტეიშვილი: "რა თქმა უნდა, განწყობა ძალიან კარგი და აღმატებულია. პირველად ვთამაშობთ ევროზე და ამ ტურნირისთვის რომ ვემზადებით, ეს აისახება ყველაფერზე, ყველას ბედნიერი სახე გვაქვს. ის სიხარული, რომელიც 26 მარტიდან გამოგვყვა, დღეს კიდევ უფრო განგვიახლდა. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და კარგ ფორმაში შევხვდეთ საქართველოსთვის ისტორიულ ჩემპიონატს.
EURO 2024-მდე ამხანაგურ მატჩი გვაქვს მონტენეგროსთან, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დიდი ტურნირის წინ და იმედია, ამ თამაშს კარგად გამოვიყენებთ."

ზურიკო დავითაშვილი: "განწყობა საუკეთესოა, ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის წინ, როცა იცი რომ ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ. ამ გრძნობას დიდხანს ველოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო დიდი სიხარული მივანიჭოთ ჩვენ ქვეყანას.
ვიცით, გერმანიაში ბევრი ქართველი გულშემატკივარი მოდის და ერთად შევქმნით ლამაზ ისტორიას.
ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ არიან და რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩემი აზრით, საბერძნეთის ნაკრების დონისაა თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრები, შეიძლება თურქეთი ოდნავ უკეთესი ნაკრები იყო, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ."

გაბრიელ სიგუა: "რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, როცა ასე უცებ იგებ ამხელა ამბავს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიხარულია, როცა შანსი გეძლევა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშო და შესაძლებლობები წარმოაჩინო. ფიზიკურად და მენტალურად ყველანაირად მოვახერხე ამ ჩემპიონატზე გადართვა და ვფიქრობ, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემს ქვეყანას დავეხმარო.
ბაზელში წინა წლებში უკეთესი სიტუაცია იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. ვფიქრობ შემდეგ წელს უკეთეს ფორმაში ვიქნებით."
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. მატჩი 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.