ცნობილია საქართველოს ეროვნული ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი დანიას სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.