გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები, 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4 ივლისს – ფილიპინებს. სწორედ ამ მატჩებისთვის სამზადისს იწყებს საქართველოს ნაკრები 1 ივნისიდან. შეკრება რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, მთლიანობაში კი ნაკრებში 23 კალათბურთელია გამოძახებული.


ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და საქართველო ჯერ ლატვიასთან ითამაშებს, ხოლო 2 დღეში ფილიპინებს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასული გუნდები ნახევარფინალს 6 ივლისს ითამაშებენ, ხოლო ფინალი 7 ივლისს არის დანიშნული.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.









