საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებს 4:2 მოუგო. ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
პირველ ნახევარში, ქართველებმა ერთ წუთში აზერბაიჯანს 2 გოლი გაუტანეს - ვახტანგჯვარაშვილმა(5) და ჯანიკ ოგიორგაიამ (6).
მეორე ტაიმში ქართველთაგან ჯერ რაკლი თოდუამ გაიტანა, შემდეგ კი ნიკოლოზ კურტანიძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის, მეორე ამხანაგური მატჩი 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









