ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესახებ:
- ჩვენ ერთად რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიეთ და მოთამაშეები ამას მიხვდებიან, როცა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ეს წარმატება ჩვენი ფედერაციის დიდი დამსახურებაა. ისინი ცდილობენ კარგად იმუშაონ და საქმეები მაქსიმალურად მაღალ დონეზე გააკეთონ, ისინი ასევე ცდილობენ განავითარონ ახალგაზრდა თაობა.
ვიმედოვნებ, რომ ევროზე მონაწილეობა როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას გამოცდილებას მოუტანს, რომელიც მომავალში ახალ წარმატებებზე გაგვიყვანს. მიზანი ყველასთვის ერთია - მოთამაშეებმა, პერსონალმა და ფედერაციამ უნდა მიიღონ გამოცდილება ამ შესანიშნავ ტურნირზე და ყველაფერი გააკეთონ წარმატების მისაღწევად.

- რა შეიცვალა ნაკრებში თქვენი დანიშვნის შემდეგ?
- როდესაც ნაკრების მწვრთნელი გავხდი და ავიღე პასუხისმგებლობა, მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან ვიყავით კოვიდ პანდემიის შუაგულში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეიოფში დამარცხდა. ამ იმედგაცრუების შემდეგ ჩვენ ყველაფრის ხელახლა აშენება უნდა დაგვეწყო, ამას კი, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდა.
პირველ რიგში, განვავითარეთ ფეხბურთელები და დავიწყეთ ცვლილებები. გვჭირდებოდა რაღაც დეტალების შეცვლა, რათა კიდევ უფრო დავახლოებულიყავით თანამედროვე ფეხბურთსა და მის მოთხოვნებს. ფეხბურთელები ამ მხრივ ბოლომდე გამომყვნენ და ფანტასტიკურად იმუშავეს. ეს პროცესი ორი-სამი წლის წინ დაიწყო, შესაბამისად, ბევრი რამ შეიცვალა. ბევრმა მათგანმა ფეხბურთისადმი დამოკიდებულება თავიდან ბოლომდე შეცვალა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არის ჯილდო ამ ბიჭებისთვის, რადგან მათ სჯეროდათ რომ ამ წარმატებას მივაღწევდით.

- რას იტყვით ჯგუფურ ეტაპზე?
- ჩემი ერთ-ერთი ვაჟი, კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ასე რომ, მე ვიცი, რომ პორტუგალიასთან მატჩი ჩემს შვილს ახარებს. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, რადგან პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია.
თურქეთს ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. მათ გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალაგზრდა ფეხბურთელი ირიცხება. რაც შეეხება ჩეხეთს, მათ ისტორიის მანძილზე ბევრი ტოპ ფეხბურთელი ჰყავდათ და ბევრ ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა, დიდი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
და ბოლოს საქართველო... ერთი რამ ცხადია, თურქეთთან ვითამაშებთ, პორტუგალიასთან თუ ჩეხეთთან, არ დავნებდებით და ჩვენს სათქმელს მოედანზე ვიტყვით.