მწვრთნელთა შტაბის განკარგულებაში 15 კალათბურთელია. ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი და მათე ხატიაშვილი. სუპერლიგის მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს NBA-ში მოასპარეზე კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. NBA-ში მიმდინარე სეზონის დროს კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან.
საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიას, ხოლო 24 თებერვალს, სერბეთს ბელგრადში შეხვდება.

დანიასთან მატჩი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს მატჩები აღარ გადაწყვეტს საგზურის ბედს, აუცილებელი იქნება სერბეთში გამარჯვება, თან ისე, რომ დანიამ შინ ფინეთთან წააგოს.
საქართველო - დანიის შეხვედრა თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ, TKT.GE-ზე იყიდება.