საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის პირველ მატჩში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად საქართველო მოიაზრებოდა,ჩვენმა გუნდმა 29:32 წააგო.
ორივე გუნდიდან საუკეთსო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 12 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე (მეკარე, 8 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (მეკარე, 1 მოგერიება); გიორგი ცხოვრებაძე (12 გოლი), გიორგი ლაპიაშვილი (4), ნიკოლოზ კალანდაძე (4), გიორგი დიხამინჯია (2), ხაზეინ რუსტამოვი (3), ირაკლი კბილაშვილი (3), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე, ნიკოლოზ ბიბლაია, დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი.
საქართველოს ნაკრები ისრაელთან მეორე მატჩს თელავში 21 მარტს გამართავს, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ამ წყვილში გამარჯვებული პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, გამარჯვებული კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ისრაელთან ორივე თამაშის საქართველოში ჩატარების მიზეზი, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.









