საქართველოს ხელბურთის ფედერაციასა და “ბარსელონას” შორის თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
ქართული ხელბურთის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - საქართველოს ხელბურთის ფედერაციასა და ესპანურ “ბარსელონას” შორის თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
„ბარსელონასთან“ ხელშეკრულება ითვალისწინებს ესპანური გრანდის წამყვანი სპეციალისტებისგან გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის შეკრებებს, თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელბურთელთა და მწვრთნელთა ევროპული სტანდარტებით განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების შეძენა, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მომზადება.
პროექტის ფარგლებში ჩატარება სასკოლო ფესტივალები.მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ფესტივალის მონაწილე გუნდებიდან შეირჩევიან საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც დააკომპლექტებენ რეგიონალურ გუნდებს. რეგიონალური გუნდებიდან მოხდება ტალანტების სელექცია და აღნიშნული ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ბარსელონას აკადემიის კემპებში.
საქართველოში პირველი ასეთი კემპი ჩატარდება 26-31 ივლისს „ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელებით. კემპში მონაწილე ბავშვებს თავის მხრივ, „ბარსელონას“ აკადემიაში მოხვედრის შანსი მიეცემათ.









