საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო მასშტაბური ტურნირების სერიის “გზა მესტიისკენ” მეორე ეტაპი, რომელიც შავი ზღვის პირას, ქალაქ ბათუმის ყინულის სასახლეში იმართება. შეგახსნებთ, რომ lagazzetta.ge-ს მიერ დასპონსორებული ტურნირების სერია იმართება პოპულარულ თამაშ EA FC 25-ის ბაზაზე, ხოლო მისი საერთო საპრიზო ფონდი რეკორდულია და 100 000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, ღონისძიების პირველ ეტაპს 15 და 16 თებერვალს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც 256-მა მონაწილემ იასპარეზა. “ბათუმის თასმა” ამ ციფრებს გადააჭარბა – ტურნირზე 512 მოთამაშეა რეგისტრირებული, რაც პირველი დღისთვის რეკორდული მაჩვენებელია!
მოთამაშეთა დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენ დაგვებადა კითხვა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლევან “ფაქო” გოგორელიანს დავუსვით: “რუსთავშიც და აქაც თამაშის უმაღლეს დონეს ვხედავთ. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა რომელიმე მოთამაშეს იმის შანსი, რომ დაამარცხოს “კიბერ ლიგის” მონაწილე რომელიმე პრო?”
მან გვიპასუხა: “რა თქმა უნდა. ასეთი დონის ტურნირს როდესაც იგებ, ამარცხებ 256 ან 512 გეიმერს, შენც უკვე პრო ხარ. ამ ტურნირებში საპრიზო ადგილებს იგებს ის, ვინც ყოველდღე თამაშობს და ვარჯიშობს. სწორედ ამას აკეთებენ პროებიც. მესტიაში ძალიან საინტერესო ჯახი გველოდება!”
“ბათუმის თასი” 2 აპრილის ჩათვლით იმართება, ყოველდღიური სტატიები და დასკვნითი ფაზების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ, LaGazzetta.ge-ზე.
საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ "ბათუმის თასი 2025" დაიწყო

















