დანიის ნაკრებთან გამარჯვებისა და ევრობასკეტის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთში ჩავიდა.
ჩვენი გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს ბელგრადში გამართავს.
სატურნირო თვალსაზრისით, უმნიშვნელო მატჩის სათამაშოდ ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთში გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა დანიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში სერბეთს ფინეთთან რომ წაეგო, ბოლო ტურს თეორიულად ცხრილში ცვლილებების შეტანის შანსი ექნებოდა, თუმცა საქართველოს მომავალმა მეტოქემ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.
შესაბამისად, 24 თებერვალს, ბელგრადში გასამართ სერბეთ - საქართველოს მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს აღნიშნული გუნდების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველო კი – მეორეს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯიკიჩმა ნაკრების გამოცდილ კალათბურთელებს, გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება მისცა. კამარ ბოლდუინი კი ტრავმირებული იყო. აღნიშნულ სამეულს - ლუკა ლიკლიკაძე, ნაკრების დებიუტანტი სანდრო სანაძე და ილია ლონდარიძე ჩაანაცვლებს.
საქართველის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

ჩვენი გუნდი ბელგრადში პირველ ვარჯიშს ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში კვირას გამართავს.
სერბეთი - საქართველოს მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.













