საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა მარტინ ზუბიმენდიმ გააკეთა.
"საქართველოს ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევ - კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, თუმცა მთავარია, როგორ ითამაშებს მთლიანად გუნდი.
წინა თამაშებიდან გამოჩნდა, რომ მათ კარგი მენტალიტეტი აქვთ და კვარაცხელიასთან ერთად სახიფათო თამაში შეუძლიათ, ამიტომ ჩვენი თამაშის საუკეთესო ვერსია უნდა ვანახოთ.
რა თქმა უნდა, ჯერ დასრულებული არაფერია და იმედია, მალე ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას", - განაცხადა ზუბიმენდიმ.









