ცნობილია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტის მოსამზადებელი ეტაპისთვის ცნობილია. ამ დროისთვის შერჩეული 16 კალათბურთელიდანევრობასკეტისთვის 12 მოთამაშე შეირჩევა.
ჩვენი გუნდი შეკრებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, 28 ივლისს, ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყებს. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგ-მატჩს იურმალაში 4 აგვისტოს, ისრაელთან გამართავს, 7 აგვისტოს კი ესტონეთთან, ორივე მატჩი დახურული იქნება.
8 აგვისტოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში გადავა და ვარჯიშებს გააგრძელებს, სადაც, ქალაქ კაუნასში, 9 აგვისტოს მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა მედიისთვის ღია იქნება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი კაუნასში 11 აგვისტომდე დარჩება, საიდანაც პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.
სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ელის. 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი.
ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება. აღნიშნული ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში იქნება.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები წელს, ევრობასკეტზე, ზედიზედ, მეექვსედ ითამაშებს.
ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









