ისრაელის ნაკრებთან დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, სტუმართა კარი ორივეჯერ სწორედ პარის სენ-ჟერმენის ვინგერმა აიღო.
"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ძალიან დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, კარგად დავიწყეთ, 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს მოვდუნდით და არ გაგვიმართლა კიდეც.რა თქმა უნდა, გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ახალი რაღაცეების დამუშავებას, რაც მომავალში გამოგვადგება.
მამარდაშვილის წინააღმდეგ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? ერთმანეთს ვეხუმრებით, თუმცა მოედანზე რომ გავალთ სერიოზულები ვიქნებით. მას თავისი გუნდისთვის აქვს მოსაგები, მე ჩემი გუნდისთვის. ბევრჯერ მითქვამს, მამარდა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ვინც კი მინახავს და მისთვის გოლის გატანა ჩემთვის მოტივაციაც იქნება", - განაცხადა ქართველმა შემტევმა.









