საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა გააკეთა.
"ესპანეთთან მატჩის შემდეგ, აღდგენა გავაკეთეთ, რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება. რა თქმა უნდა, ესპანეთთან მარცხის გამო გუნდში კარგი განწყობა არაა, თუმცა მომდევნო შეხვედრისთვის ვემზადებით.
საქართველოსთან აუცილებლად მოგება გვჭირდება, ამიტომ აქტიურად ვემზადებით და ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეხვედრას, რადგან თავისი მატჩი საქართველომაც დათმო.
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ნაკრებია ევროპაში. ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.
თურქეთთან მატჩში საქართველოს თამაშს ვუყურეთ და რამდენიმე დასკვნა გამოვიტანეთ - ისინი ბევრს დარბიან, მომენტებს ქმნიან და ხვალინდელ მატჩშიც ამას უნდა ველოდოთ.", - განაცხადა ბულგარელთა თავკაცმა









