საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბულგარეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა. "ჯვაროსნების" მხრიდან პირველი ბურთი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც დღეს თავისი გუნდის კაპიტანიც იყო.
სხვაობა ორამდე გაზარდა ნიკა გაგნიძემ, რომელმაც ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი გიორგი მიქაუტაძემ დასვა. ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში პირველ ქულებს აგროვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოწინააღმდეგეები საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ასევე არიან ესპანეთი და თურქეთი, რომლებსაც 3-3 ქულა აქვთ და რომლებიც დღეს შეხვდებიან ერთმანეთს.









