ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 მარტის, საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. საბა კვირკველიას ნაცვლად მოედანზე (საბა შეკრებაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა) გავიდა გიორგი გველესიანი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად კი - გიორგი მიქაუტაძე.
ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა, მე-10 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის კუთხურის შემდეგ გველესიანის პასით, კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა.
ქართველების უპირატესობა 33-ე წუთზე კვარაცხელიას საგოლე გადაცემით, გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:2 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ კიტეიშვილი სავარაუდოდ, მცირე ტრავმის გამო, მოედნიდან გავიდა და თამაშში ნიკა კვეკვესკირი ჩაერთო.
მასპინძლებმა სხვაობა 66-ე წუთზე შეამცირეს. გოლი შეცვლაზე შემოსულმა იოვეტიჩიმ გაიტანა.
ვილი სანიოლმა ჩვენს გუნდში ორმაგი ცვლილება განახორციელა: ჩაკვეტაძის ნაცვლად ალთუნაშვილი, შენგელიას ნაცვლად კი წიტაიშვილი შევიდა მოედანზე.
მე-80 წუთზე საქართველოს ნაკრებში სამმაგი ცვლილება განხორციელდა, - ქოჩორაშვილი - მექვაბიშვილი, კვარაცხელია - დავითაშვილი, მიქაუტაძე - ზივზივაძე.
მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში, მექვაბიშვილის პასით, ზურიკო დავითაშვილის შეტევა ბუდუ ზივზივაძემ გოლით დაასრულა და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.
პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო:
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (66), 1:3 ზივზივაძე (84);
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80’), შენგელია (წიტაიშვილი 66’), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66’) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი, 50’), კვარაცხელია დავითაშვილი 80’), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80’).
საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ელის.
18 ივნისი, თურქეთი - საქართველო, 20:00;
22 ივნისი, საქართველო - ჩეხეთი, 17:00;
26 ივნისი, საქართველო - პორტუგალია, 23:00.
18 ივნისი, თურქეთი - საქართველო, 20:00;
22 ივნისი, საქართველო - ჩეხეთი, 17:00;
26 ივნისი, საქართველო - პორტუგალია, 23:00.









