ამხანაგური შეხვედრეა საქართველოსა და ფარერების ნაკრებებს შორის, ჩვენი ნაკრების მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა კუთხურიდან გაიტანა, რომელიც გიორგი გულიაშვილმა მაწოდა.
ამის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა. რამდენიმე მომენტი ფარერებსაც ჰქონდა,
ვეტერანმა მეკარემ გიორგი ლორიამ თავის ბოლო სანაკრებო მატჩში კარი მშრალად შეინახა და 4 სეივიც შემოგვთავაზა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ქუთაისში, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.









