საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს გრანდ სლემი დასრულდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იღებდა მონაწილეობა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 1 მედლის აღება შეძლეს - 73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირზე ყველაზე მეტი, 12 მედალი (6 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო), მასპინძლებმა მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო მეორე პოზიცია, 8 მედლით (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), იაპონიის ნაკრებმა დაიკავა.
ძიუდოს მომდევნო გრანდ სლემი 16-18 თებერვალს ბაქოში ჩატარდება, სადაც 21 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)
საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა









