ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, დღეს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
სტადიონის ტრიბუნები შეივსო და “ქომაგები” მთელი მატჩის განმავლობაში შეძახილებით ამხნევებდნენ ჩვენს გუნდს.
ანგარიში თეონა ბაქრაძემ მე-12 წუთზე გახსნა, 7 წუთში კი დუბლი შეასრულა და საქართველო 2:0 იგებდა, თუმცა ლაზდაუსკაიტემ სხვაობა მე-20 წუთზე შეამცირა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 2:1 მოიგო. სტუმრებმა ანგარიში 59-ე წუთზე ჟონუსაიტეს გოლით გაათანაბრეს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მორიგ მატჩს 9 აპრილს, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა კვიპროსში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.









