დღეს მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გამართა. ჩვენმა გუნდმა მოლდოვის ქალთა ნაკრებს უმასპინძლა და 3:0 მოიგო.
30-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში ნათია დანელიამ გახსნა, ორ წუთში ქართველთა უპირატესობა თინათინ ამბალიამ გაზარდა 2-0, 37-ე წუთზე ნათია დანელიამ დუბლი შეასრულა და როგორც მოგვიანებით გაირკვა საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









