საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს — არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის კანდიდატურა სრკ-ს 33-მა წევრმა წარადგინა, 57 ხმა მიიღო და არჩევნების დასრულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.
"ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დელეგატებს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა გვექნება მნიშვნელოვანო პროექტები, მნიშვნელოვანი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება, რადგან ეს არის საფუძველი შემდგომი წარმატებისა. მადლობა მინდა ვუთხრა სოსო ტყემალაძეს ვინც ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ქართული რაგბის განვითარებისთვის. რაც შეეხება ექვსი ერის საკითხს, ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი, ნაკრების თამაში, მენეჯმენტი და ა.შ. იმისთვის რომ გავხდეთ ექვსი ერის ოჯახის წევრები. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ბოლო პერიოდში გამყარდა კონტაქტები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და შედეგი ინება ის რომ ექვს ერში ვითამაშოთ."
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე









