მატჩის პირველი მეოთხედი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დამაჯერებლად, 21:12 მოიგო, მეორე პერიოდში კი საქართველომ 19:17 იმარჯვა და შესვენებაზე სერბეთის ნაკრები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
ყველაზე შედეგიანი გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც სტუმრებმა 1 ქულით, 22:21 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედში სერბეთმა საქართველო 16:11 დაამარცხა და საბოლოოდ, მატჩი ჯგუფის ფავორიტის დამაჯერებელი გამარჯვებით, 76:63 დასრულდა.
აღნიშნული შეხვედრის ფავორიტი, 17 ქულით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იყო - მის ანგარიშზე 8 ზუსტად შესრულებული საჯარიმო სროლა, 3 ორქულიანი და 1 სამქულიანია.
საქართველო 63:76 (12:21, 19:17, 21:22, 11:16) სერბეთი

ორი ტურის შემდეგ, საქართველო 2 ქულით G ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო სერბეთი 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები ფინეთს ესტუმრება - მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.
სატურნირო ცხრილი G ჯგუფში:
სერბეთი - 4 ქულა
ფინეთი - 3 ქულა
დანია - 3 ქულა
საქართველო - 4 ქულა









