საქართველოს საკალათბურთო 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი "ორბი" გახდა.
გიორგი კიპაროიძისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისი არენაზე გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში ჰიუნდაი დაამარცხა.
რეგულარულ ჩემპიონატში ორბმა მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ჰიუნდაიმ – მეორე.
დაძაბულ შეხვედრაში "ჰიუნდაიმ" 15-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ზედ საფინალო სირენის წინ დაწინაურება შეეძლო.საბოლოოდ "ორბმა" 73:71 გაიმარჯვა.
"ორბში" 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ოთო ჭინჭარაულს ჰქონდა.
"ჰიუნდაიში" 16 ქულით ნიკოლოზ კუპატაძე გამოირჩა, ხოლო იოანე თვალაბეიშვილს 15 ქულა ჰქონდა.
მატჩის შემდეგ ბრინჯაოს პრიზიორები მედლებითა და შესაბამისი სიგელით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.









