ჩვენი ნაკრების ევროზე გმირული გამოსვლის შემდეგ. EA-მ გადახედა ქართველი ფექხბურთელების სტატებს და საკმაოდ საგრძნობი "ბუსტები" მისცა მათ. სამწუხაროდ, ჩვენი ძველი ლეგენდების ხილვა ახალ თამაშებში იშვიათად გვიწევს, ასე რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ტოპი, რომელშიც ჩვენ თავს მოვუყრიდით ფეხბურთელებს, რომელთაც EA FC 25-ში საუკეთესო რეიტინგი ექნებოდათ.
ამ ტოპისთვის ჩვენ 3-5-2 განლაგებას გამოვიყენებთ. ზოგი ფეხბურთელი არ იქნება საკუთარ საუკეთესო პოზიციაზე, მაგრამ მისი საშუალებით შევძლებთ საუკეთესოთა შერჩევას.
მეკარე
გიორგი მამარდაშვილი - 85
DIV 86
HAN 83
KIC 72
REF 85
SPD 48
POS 85
მეკარედ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის გმირი, გიორგი მამარდაშვილი ავირჩიეთ. მას ისედაც ძალიან კარგი სტატები აქვს EA FC 25-ში, ასე რომ ბევრი ფიქრი არ მოგვიწია. მას გამორჩეული ნახტომი, რეაქცია და პოზიციის შერჩევა გააჩნია.
დაცვა
გურამ კაშია - 81
PAC 62
SHO 31
PAS 67
DRI 67
DEF 83
PHY 84
კიდევ ერთი თანამედროვე მოთამაშე ჩვენს გუნდში გურამ კაშიაა. ნაკრების კაპიტანმა EA Sports-ის თანახმად საუკეთესო სეზონი ამერიკაში ჩაატარა 2019-ში, სადაც მას 81 ოვერალი და წლის ნაკრების ქარდი მისცეს. კაშია დაცვითი თვისებებით გამოირჩევა (ლოგიკურია), მაგრამ ასევე ცენტრალური მცველისთვის საშუალოზე მაღალი სიჩქარე აქვს.
კახა კალაძე - 83
PAC 73
SHO 45
PAS 74
DRI 56
DEF 82
PHY 86
კალაძე მოესწრო FIFA-ს Ultimate Team რეჟიმს, მაგრამ ის ამ დროს ჯენოაში ასპარეზობდა და მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ ჩვენ მას მილანის ლეგენდარული შემადგენლობიდან ავიყვანთ. იმ მილანში კალაძე ცენტრალურ და მარცხენა მცველად თამაშობდა, ასე რომ შედარებით მაღალი სიჩქარე საჭიროა. ის ასევე ძალიან ძლიერი იყო ძალისმიერ ორთაბრძოლებში, რამაც მაღალი ფიზიკური მაჩვენებელი განაპირობა.
ლევან კობიაშვილი - 83
PAC 75
SHO 80
PAS 83
DRI 82
DEF 72
PHY 73
კობიაშვილი მთელი კარიერის მანძილზე მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, სადაც სამივე პოზიციას იკავებდა. განლაგების გამო ჩვენ მისი განწესება მცველად გვიწევს, მაგრამ პირველ ქართველს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ადგილი გარანტირებული აქვს. მისი საუკეთესო თვისებები პასი, დრიბლინგი და დარტყმაა.
ნახევარდაცვა
გიორგი ნემსაძე - 80
PAC 60
SHO 75
PAS 77
DRI 75
DEF 80
PHY 85
გიორგი ნემსაძე სამაგალითო ცენტრალური და საყრდენი ნახევარმცველი იყო – ნამდვილი box to box-ი თანამედროვე ტერმინებში. დინამოსა და ნაკრების ვეტერანი, ის ვერც ერთ FIFA-ში ვერ მოხვდა, მაგრამ ჩვენ მაინც მასზე შევაჩერეთ არჩევანი. მისი გამორჩეული სტატი მისი ფიზიკური ძალაა, ასევე დაცვა და პასის სიზუსტე,
გიორგი ჩაკვეტაძე - 80
PAC 73
SHO 75
PAS 80
DRI 83
DEF 55
PHY 59
კიდევ ერთი ევროს გმირი ჩვენს გუნდში. FIFA-ში მისი საუკეთესო ქარდი გენტის დროინდელია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩაკვეტაძის ადაპტაცია იმ რეალობასთან, რომლის პირისპირ ის ტრავმების შემდეგ აღმოჩნდა უფრო მეტადაა აღსანიშნავი. ამიტომ ჩვენ მას EA-ზე მაღალი სტატები მივეცით.
თემურ ქეცბაია - 82
PAC 82
SHO 82
PAS 76
DRI 83
DEF 39
PHY 68
FIFA-ს UT-ს ვერც ჩვენი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოესწრო, ასე რომ სტატებზე ფიქრი ჩვენ მოგვიწია. მას გამორჩეულ კარიერაში ბევრ პოზიციაზე უთამაშია - თავდამსხმელი, ვინგერი, შემტევი ნახევარმცველი. ძალიან ჭკვიანი, მაღალი ინტუიციისა და ალღოს მქონე, მას გოლების შექმნა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლო.
ხვიჩა კვარაცხელია - 90
PAC 90
SHO 85
PAS 85
DRI 92
DEF 44
PHY 74
რა შეიძლება ითქვას კვარაცხელია ისეთი რაც აქამდე არ თქმულა? მან ლეგენდარულ სტატუსს მიაღწია ნეაპოლში ჩემპიონობის შემდეგ, და შესაძლოა იგივე პარიზშიც მოხდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა შეუძლია ხვიჩას – მას ყველაფერი გააჩნია – სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა, პასი. იდეალური ვინგერი EA FC-ში.
გიორგი ქინქლაძე - 85
PAC 87
SHO 80
PAS 80
DRI 94
DEF 37
PHY 71
სანამ ხვიჩა გვეყოლებოდა, საუკეთესო ქართველი ვინგერი ქინქლაძე იყო. მასაც ყველაფერი შეეძლო ფლანგზე – მცველის მოტყუება, ჩაწოდება, შემოჭრა და დარტყმა. სიტის ფანები მას დღემდე დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ – ის მათ დიდი ფულის მოსვლამდე ახარებდა. მისი გამორჩეული სტატები მისი სისწრაფე და დრიბლინგია, მაგრამ დარტყმაც საკმაოდ კარგი აქვს.
თავდასხმა
გიორგი მიქაუტაძე - 85
PAC 89
SHO 86
PAS 81
DRI 88
DEF 49
PHY 80
ჩვენი გუნდის საბოლოო თანამედროვე მოთამაშე და ევროს გმირი, გიორგი მიქაუტაძე. მისთვის არ არსებობს მეტოქე, რომელსაც ის შეუშინდება, ან ტურნირი, სადაც მას გაუჭირდება თამაში. ერთა თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, ევროთასები, ევროპის ჩემპიონატი - მან თავი ყველგან გამოიჩინა. ის უნივერსალური თავდამსხმელია, რომელიც სისწრაფითა და დარტყმით გამოიტჩევა.
შოთა არველაძე - 86
PAC 86
SHO 89
PAS 80
DRI 85
DEF 44
PHY 84
ჩვენი გუნდის გამორჩეული ბომბარდირი რომელმაც ახალგაზრდა იბრაჰიმოვიჩი სკამზე დასვა და რომელზეც გლაზგოში ლეგენდები დადის. ნაკრებისთვის რთულ დროს მას ყოველთვის გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები. იდეალური fox in the box ტიპის თავდასხმელი, ის საუკეთესო იყო ბოლო მცველთან მხარდამხარ თამაშში.
რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მოთამაშეც იმსახურებს ამ გუნდში მოხვედრას – კახა ცხადაძე, სოლომონ კვირკველია, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი ლორია… სია გრძელია, მაგრამ ადგილი სულ თერთმეტი. თქვენ ვის განაწესებდით ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში?















