დრამატული იყო სპაერისა და გაგრას მატჩი, რომლის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში სპაერი წინ გავიდა და საქმე ბოლომდე მიჰყავდა, თუმცა 120-ე წუთზე სპაერის მცველმა ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა, რის გამოც პენალტი დაინიშნა, რომელიც გაგრამ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანების სერია ვიხილეთ.
პენალტების სერიაში გაგრამ ბოლო 2 პენალტი გააფუჭა და ასპარეზობას გამოეთიშა. სპაერი ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.
დინამო თბილისის მიზანი წელს საქართველოს თასის მოგებაა, რასთანაც უკვე ერთ ნაბიჯში არის. კოლხეთთან გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი გამოცდილმა მათე ვაწაძემ გაიტანა და დინამომ 1:0 მოიგო.
საქართველოს თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს დინამო თბილისი და სპაერი დაუპირისპირდებიან. მატჩი 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.









