საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. საქართველოს თასისთვის იბერია და დილა იბრძოლებენ.
გორის დილამ ნახევარფინალურ ეტაპზე სამტრედია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, გორელებმა დამატებით დროში შეძლეს ორი ბურთის გატანა.
რაც შეეხება იბერიას, მათ მარტივი გასეირნება გამოუვიდათ. თბილისელებმა შინ დინამო ბათუმი 5:1 გაანადგურეს და ახლოს არიან მორიგ ტიტულთან.
ანგარიში თორნიკე ახვლედიანმა გახსნა. მეორე ტაიმში გოლი ნიკოლოზ დადიანმა და ლუკა სილაგაძემაც გაიტანეს, დუბლის ავტორი კი ამირან ძაგანია გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ფინალისტები ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ეროვნულ ლიგაში ებრძვიან და 62-62 ქულა აქვთ. ჯერჯერობით, ფინალის ჩატარების დრო და ადგილი უცნობია.









