საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. ჩვენდი გუნდი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ემზადება.
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 10:8 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი 10-დან 26 იანვრის ჩათვლით ბელგრადში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს. 11 იანვარს საბერძნეთს, 13 იანვარს ხორვატიას, 15 იანვარს კი სლოვენიას ეთამაშება.
ფოტო:EJ van Ommen









