მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის მხრიდან ორივე ბურთი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნაკრების ახალი კაპიტანიც გახდა.
"ჯვაროსნები" წინ იყვნენ მე-60 წუთამდე, თუმცა შემდეგ, მეტოქემ ოთხი წუთის შუალედში ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში ვილი სანიოლის გუნდი გამართავს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას, 29 მარტს, სტუმრად ლიეტუვასთან.
საქართველო 2:2 ისრაელი
გოლები: 1:0, 2:0 ხვიჩა კვარაცხელია 36', 54', 2:1 გუი მიზრაჰი 60', 2:2 ომრი განდელმანი 64'.









