მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.
"ჩემი ფეხბურთელები არიან კაცები, რომლებმაც მოედანზე ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგი ფეხბურთი ეჩვენებინათ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით, თუმცა საქართველოსგან უფრო მეტ აგრესიას ველოდი, რაც არ იყო და ეს პირველ რიგში ჩვენი კარგი თამაშის დამსახურებაა.
ახალგაზრდული გუნდი ვართ, პროგრესს და განვითარებას ვაგრძელებთ და ეს პროგრესი არ უნდა შევაჩეროთ", - განაცხადა მონტელამ.









