მატჩის შემდეგ კომენტარი კლუბის მთავარმა მწვრთნელებმა და მოედანზე ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ლუკა წულუკიძემ გააკეთეს.
გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ჩემი ფეხბურთელები სასწაულ სულისკვეთებას ავლენენ. რომ გითხრათ თამაშის ხარისხი კარგიაო, არა, უბრალოდ სულისკვეთება და გულშემატკივრის თანადგომა გადამწყვეტია ჩვენს გამარჯვებაში. სიმართლე გითხრათ, ამ თამაშებამდე მეც არ ვიცოდი, რომ ჩემს ფეხბურთელებს ასეთი ხასიათი ჰქონდათ."
ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "ძალიან სასიხარულოა, რომ ეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ყველა ერთად ვეცდებით, მომავალი მატჩებიც მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ. გუნდში კარგი ატმოსფეროა და იმედია, ამ სვლას ბოლომდე შევინარჩუნებთ."
ლადო კაკაშვილი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): "სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, საქართველოში ასეთი თამაშები ბევრი უნდა ვნახოთ და ჩვენი ჩემპიონატი უფრო განვითარდება. ალბათ, ცოტა არგამართლება იყო. ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ვულოცავ დინამო ბათუმს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს."









