მანჩესტერ სიტისთან ანგარიშით 0:3 განადგურების შემდეგ, ლივერპული როი კინმა გააკრიტიკა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მერსისაიდელები ამჟამინდელი ფორმით, ჩემპიონობის ფავორიტის სტატუსისგან შორს არიან.
"ლივერპულს პრემიერ ლიგის ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის ვერ შევიყვანთ. ისინი დამარცხდნენ მეხუთედ, თანაც ისეთი გოლების გაშვებით...ხალხი ხაზს უსვამს მერსისაიდელთა შეტევას, მაგრამ ავიწყდებათ ის ფაქტი, თუ როგორი არეულია მათი უკანახაზი. სიტისთან წაგება "წითლებისთვის" ყველაზე მძიმე იყო.
"
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ, ენფილდის ბინადრები 18 ქულით მერვე ადგილზე არიან. მოქმედი ჩემპიონის ანგარიშზეა 6 მოგება და 5 წაგება.









