ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ დეზირე დუესთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გარემარბი გასულ ზაფხულს იყო საფრანგეთის ოლიმპიური გუნდის წევრი, რომლის დამრიგებელიც ლონდონის არსენალის ყოფილი კაპიტანი გახლდათ.
"ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში ვმარცხდებოდით ეგვიპტესთან და შეტევის გაძლიერების მიზნით მოედანზე დუე შემოვიყვანე. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სწრაფია დეზირე, როგორი დრიბლინგი აქვს მას და როგორი ეფექტურია ის 1-1-ზე თამაშის დროს.
პარის სენ-ჟერმენის გარემარბს ორჯერ ჰქონდა მომენტის შექმნის შესაძლებლობა, თუმცა ორივე შემთხვევაში მან გადაცემა უკან გააკეთა. საშინლად გავბრაზდი და ფრანგ ვინგერს მოედნიდან გაყვანითაც დავემუქრე. გარისკე, გაიქეცი, ნუ უშვებ ხელიდან შანსს - ეს სიტყვები ვუთხარი 20 წლის შემტევს"
შეგახსენებთ, რომ "მამლებმა" "ფარაონები" საბოლოოდ 3:1 დაამარცხეს, თუმცა ფინალში ესპანეთის ნაკრებისგან მარცხი იგემეს. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, "ლურჯების" მე-11 ნომერი გადავიდა პსჟ-ში, სეზონის ბოლოს კი მთავარი საკლუბო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.









