სერია ა-ს 36-ე ტურში მილანის ინტერმა გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად დაამარცხა ტორინო, 2:0. ანგარიში გახსნა ნიკოლა ჟალევსკიმ, საბოლოო წერტილი კი კრისტიან ასლანიმ დასვა. "ნერაძური" ამ მოგებით აგროვებს 77 ქულას და უთანაბრდება ნაპოლის, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის ლიდერს თავისი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს.
"პარტენოპეის" მოწინააღმდეგე საკუთარ კედლებში ჯენოა იქნება. რაც შეეხება სერია ა-ს ლიდერების დარჩენილ მატჩებს, ჯუზეპე მეაცას ბინადრები დაუპირისპირდებიან რომის ლაციოსა და კომოს, "აძური" კი პარმასა და კალიარის.
ტორინო 0:2 ინტერი
გოლები: 0:1 ნიკოლა ჟალევსკი 14', 0:2 კრისტიან ასლანი 49'.









