ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ საკუთარ მოედანზე ასტონ ვილას დაუპირისიპრდა და 3:1 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბირმინგემული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ გააკეთა.
"ვფიქრობ, დიდად მნიშვნელობა არ ჰქონდა, 2:1 წავაგებდით, თუ 3:1, რადგან საკუთარ მოედანზე მაინც საბრძოლველი გვაქვს. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.
გამოჩნდა, რომ პსჟ-ს საოცარი შემტევები ჰყავს და ისინი ფავორიტები არიან. მთავარია, დაცვაში დისციპლინირებული და ყურადღებით თამაში"
, - განაცხადა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ინგლისში ზუსტად ერთ კვირაში შედგება.
"ჩემს გოლს გასახდელში უკეთ ვნახავ", - კვარაცხელია შედევრის შემდეგ









