მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა, ამ გუნდის ფრანგი შემტევის, ბრედლი ბარკოლას სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა, რითიც ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო.
აქტიური საუბრები იყო იმაზე, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ბარკოლა პსჟ-ს დატოვებდა. მის მიმართ ინტერესს ბაიერნი და ჩელსი გამოხატავდნენ.
თუმცა ლუის ენრიკე ბარკოლას გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის საუბარი შედგა, სადაც ენრიკემ აღნიშნა, რომ ბარკოლა მისი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.
კვარაცხელიას გუნდში მიყვანა კი შეტევაში მრავალფეროვნების შეტანას ემსახურებოდა, ეს ტრანსფერი ბარკოლას გაშვებასთან კავშირში არ იყო.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, ბრედლი ბარკოლას მომავალ სეზონშიც პარიზული გუნდის რიგებში ვიხილავთ.









