“ვიცი, რომ მო სალაჰი სეზონის ბოლოს ლივერპულიდან მიდის. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეგვიპტელი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს — მას ექნება რეკორდული კონტრაქტი, ის კრიშტიანუ რონალდუზე მეტს გამოიმუშავებს და საუდის არაბეთის ლიგის ახალი სახე გახდება."
მო სალაჰს ლივერპულთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და ამ მომენტისთვის მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობენ. რაც შეეხება საუდის ლიგას, 32 წლის ფეხბურთელს ამ ჩემპიონატს წინა ზაფხულსაც უკავშირებდნენ და როგორც ჩანს, ეს თემა 2025 წელსაც აქტუალური იქნება.









