ვილიარეალის თავდამსხმელმა, ნიკოლა პეპემ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა. მისი თქმით, ვეტერანი პორტუგალიელი ფორვარდი მუდმივად ახსენებს თავის არგენტინელ ოპონენტს, რის გამოც, ივუარელი ფორვარდის თქმით, ის მუდამ მე-2 იქნება.
"რონალდუ იძლევა ბევრ ინტერვიუს და თითოეულ მათგანში ახსენებს მესის, მაშინაც კი, როდესაც ამის საფუძველი არ არის. სწორედ ამიტომ, კრიშტიანუ ყოველთვის მე-2 იქნება. ის გადავიდა საუდის არაბეთში, სადაც არტყამს 200 პენალტს, იმისთვის, რომ 1000 ბურთზე ავიდეს.
ლიონელი აღემატება პორტუგალიელ თავდამსხმელს, ციფრებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ერთ-ერთი მათგანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, მეორე კი უბრალოდ მეორე."









