მადრიდის რეალის ყოფილმა გარემარბმა, გარეთ ბეილმა TNT Sports-ის ბლიც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელია საუკეთესო, რომლის გვერდითაც მას უთამაშია, უელსელმა ექს-ვინგერმა კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. ყველაზე უხერხული მეტოქე? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიკა რიჩარდსი.
"სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი - ასევე პორტუგალიელი თავდამსხმელი. მაკრატელა ლივერპულის კარში, ბერნაბეუს ბინადრების ექს-ვინგერმა გამოარჩია ორ კატეგორიაში: საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში და საუკეთესო გოლი, რომელიც თავად რეალის ყოფილმა მე-11 ნომერმა შეაგდო.
რაც შეეხება პრემიერ ლიგაში გატანილ საუკეთესო გოლს, 36 წლის ვეტერანმა გარემარბმა გაიხსენა დენის ბერგკამპის შედევრი ნიუკასლ იუნაიტედის კარში. ბოლოს კი საუკეთესო სპეციალისტი, ბეილისთვის ასეთი პეპ გუარდიოლა არის.









