ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ პარის სენ-ჟერმენზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც გასულ სეზონში იყო. ფრანგმა ყოფილმა ფორვარდმა პსჟ-ს ჩავარდნის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
"პარის სენ-ჟერმენი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც გასული სეზონის ბოლო სამი - ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ვეღარ ვხედავ დომინანტ პსჟ-ს და მოთამაშეებიც ინდივიდუალურ დონეზე ვერ ბრწყინავენ ისე, როგორც შარშან. ამის მიზეზი გადაღლა და ტრავმები არის.
"ლურჯ-წითლები" არ არიან შეკრულები და ძლიერები ვერც კონტრპრესინგში არიან, არადა ეს მათი მთავარი ძლიერი მხარე იყო. ენრიკემ უნდა დაუბრუნოს თავის გუნდს ის ყველაფერი, რითაც ჩემპიონი გახდა. დღევანდელი რეალობა კი ასეთია: მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წოდებისგან პარ დე პრენსის ბინადრები შორს არიან."









