რენის კარში გატანილი გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შემოსვლიდან დაუგროვდა სამი გოლი და ოთხი ასისტი. ქართველი ფორვარდის მსგავსი მიღწევა (3+4) საფრანგეთის ჩემპიონატში შეცვლიდან შემოსულ მოთამაშეებს შორის სხვას არავის გააჩნია.
ლიონის ოლიმპიკის თავდამსხმელს თუ არ ჩავთვლით, საუკეთესო შედეგის მქონე რამდენიმე ფეხბურთელს ოთხი შედეგიანი ქმედება აქვს. როგორც ვხედავთ, 7 ქმედებით 24 წლის ფორვარდი კონკურენტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებს შორის, რონელთა 69-ე ნომერი მხოლოდ ასისტებითაც პირველ პოზიციაზე არის.
რაც შეეხება მიქაუტაძის მიმდინარე სეზონის ზოგად სტატისტიკას, ახალგაზრდა თავდამსხმელმა 44 მატჩში მოახერხა 16 გოლის გატანა, რაც ალექსანდერ ლაკაზეტის 17 გატანილი ბურთის შემდეგ, გრუპამას ბინადრებში საუკეთესო შედეგია.









