ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმThe Athletic-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც მას სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო სპეციალისტი, რომელთანაც მას უმუშავია. პოლონელ ფორვარდს არ დაუსახელებია ერთი დამრიგებელი, ამის ნაცვლად მან ხუთი თავკაცისგან ერთი სასარგებლო თვისება აიღო.
კატალონიელთა თავდამსხმელი დიდი მატჩებისთვის გამოიყენებდა კარლო ანჩელოტის, ტაქტიკას კი აიღებდა პეპ გუარდიოლასგან, ორატორული ნიჭი და მოტივაცია - იურგენ კლოპი, ფეხბურთელების განვითარება - ჰანსი ფლიკი. "ბლაუგრანას" მე-9 ნომერმა ახსენა იულიან ნაგელსმანიც, რომელსაც ყველაზე მოდური სპეციალისტი უწოდა.









