19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ამით ჩვენი ნაკრებისთვის წელი დასრულებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში ჩავარდნა იყო, ჩვენი ნაკრებისთვის ეს წელი მაინც გამორჩეული გამოდგა. ბოლობოლო, ნაკრების ფეხბურთელები დღეს მთელი ქვეყნის გმირები და მათი კუმირები არიან.
2024 წელი ნაკრებისთვის მარტში დაიწყო, როცა ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დავამარცხეთ, ფინალში კი საბერძნეთს პენალტების სერიაში ვძლიეთ.
შემდეგ იყო ამხანაგური მატჩი მონტენეგროსთან და ევროპის ჩემპიონატი, სადაც ასევე ისტორია დავწერეთ და პირველივე ევროზე ჯგუფიდან გავედით. ერთა ლიგის ახალი ციკლით წარმატებით დავიწყრთ და ორი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ჯგუფიდან მაინც ვერ გავედით.
2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯამში 13 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 3 ფრე ითამაშა, 5 კი წააგო. წელს სანიოლის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა.
წელს საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ანგარიშზეა. მან ნაკრების მაისურით 6 ბურთი გაიტანა.
თავის მხრივ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გამორჩეულები სხვა კომპონენტებშიც იყვნენ - კვარა დრიბლინგებში, მამარდაშვილი სეივებში, ჩაკვეტაძე მოგებულ ორთაბრძოლებში.









