"მომავალი? - არ მგონია ამ საკითხის გადასაწყვეტად კარგი დრო იყოს. ამის თაობაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან მექნება საუბარი. ჯერ არ ვაპირებ ჩემი მომავლის საჯაროდ განხილვას", - განაცხადა საუთგეიტმა ფინალის დასრულების შემდეგ.
ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს არსებული კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე უგრძელდება. ფინალამდე, ინგლისურ პრესაში მნიშვნელოვანი სიახლე გაჟღერდა - "ესპანეთთან მატჩი როგორც არ უნდა დასრულდეს, ფედერაცია საუთგეიტის შენარჩუნებას გეგმავს", თუმცა საკითხავია, მორიგი მძიმე მარცხის შემდეგ, კვლავ ასე ფიქრობენ თუ არა FA-ში.
გულშემატკივრები საყვარელი ნაკრების უსახური თამაშის გამო, უკმაყოფილებას არ მალავენ. საუთგეიტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობს და ამ დროში, მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ვერც ერთი დიდი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა.
საუთგეიტის მომავალთან დაკაშირებით უფრო მეტ სიახლეს უახლოეს დღეებში შევიტყობთ.









