"ლევანტემ სეზონი დაიწყო წარმატებულად და ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ქოჩორაშვილს, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც ჩამოყალიბდა. გიორგის თამაშის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლა ლიგა 2 მისთვის უკვე ძალიან პატარაა.
იყო საუბრები ქართველი ნახევარმცველის პრემიერ ლიგაში გადასვლის თაობაზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ტრანსფერი ვერ განხორციელდა. "ბაყაყების" შუახაზელმა გრძელი გზა გამოიარა. ის იყო 18 წლის როდესაც გადმოვიდა ესპანეთში, ჟირონაში დაწყებული გზა პერალადათი, კასტელონითა და მისი ამჟამინდელი კლუბით გაგრძელდა", - წერს ესპანური გამოცემა.
"ჯვაროსნების" მეექვსე ნომერი ვალენსიურ გუნდში ირიცხება 2019 წლიდან, თუმცა მთავარ გუნდში სრულფასოვნად დამკვიდრება გასულ სეზონში მოხდა. 25 წლის შუახაზელმა "ასულგრანაში" მოასწრო 35 მატჩის ჩატარება და 4 ბურთის გატანა. სექტემბრის სანაკრებო თამაშებში მან 2-ჯერ თავის ეროვნულ გუნდშიც გამოიჩინა თავი.











