იმის მიუხედავად, რომ მატეტამ მე-3 წუთზე საკუთარი გუნდის წინ გაყვანა მოახერხა, მანჩესტერ სიტიმ მაინც უპრობლემოდ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო კევინ დე ბრუინი, რომელმაც ორი გოლის და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. თავისი გოლები გაიტანეს რიკო ლუისმა და ერლინგ ჰოლანდმაც. შეხვედრის ბოლო წუთებში "არწივებმა" სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბეს და 86-ე წუთზე, ოდსონ ედუარმა ანგარიში 2:4 გახადა.
გვარდიოლას გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და 70 ქულა მოაგროვა.









